weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაბლუანების ინიციატივით ქართულ-ფრანგული კინოსკოლა გაიხსნება

10:54 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

ქართველი რეჟისორები, თემურ და გელა ბაბლუანები ახალ პროექტზე მუშაობენ. მამა-შვილის ინიციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლას ჩაეყრება საფუძველი და ის ფრანგული კინოაკადემია ESEC-ის ანალოგი იქნება.

ბაბლუანებთან ერთად მულტიფუნქციური სკოლის მშენებლობის პროცესში ჩართულია იურისტი და კინოინვესტიციების მოზიდვების სპეციალისტი იუბერ კაიარდიც. სწორედ მასთან ერთად გადაიღო გელა ბაბლუანმა ამერიკასა და ევროპაში აღიარებული ფილმები: „13 ცამეტი“, „მემკვიდრეობა“ და „ფული“.

ინტერნაციონალური პროფესიული სასწავლებელი ყოველწლიურად 300-მდე ქართველ და ევროპელ სტუდენტს მიიღებს. 4000 კვადრატული მეტრის ფართობზე კინოაკადემიის ცენტრალური სასწავლებელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები, სტუდენტების საცხოვრებელი, მოწვეული პედაგოგებისთვის სასტუმრო, კინობაზა - ორი გადასაღები პავილიონი, ასევე ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები აშენდება.

სტუდენტებს წლის განმავლობაში მასტერკლასებს 4-5 ცნობილი რეჟისორი ჩაუტარებს. ქართულ-ფრანგულ მულტიფუნქციურ სკოლაში სტუდენტები 17-მდე სპეციალობას დაეუფლებიან, მათ შორის - რეჟისურას, პროდიუსინგს, მარკეტინგსა და კომუნიკაციებს. როგორც ბაბლუანები აცხადებენ, გამორჩეულ და ნიჭიერ სტუდენტებს სწავლას სკოლა დაუფინანსებს.

კინოხელოვნების სკოლის კონცეფციას მამასთან და ძმასთან ერთად ოლგა ბაბლუანიც ქმნის. ის კომუნიკაციების დაგეგმვასა და მედიაში შეძენილი გამოცდილების კინოხელოვნების სკოლის სტუდენტებისთვის გაზიარებას გეგმავს.

კავკასიის რეგიონული კინოსკოლა სტუდენტთა პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]