weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

17:45 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

„ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

საქართველოში ქალთა საბჭოს საქმიანობის ისტორია 1921 წელს იღებს სათავეს და ლიდა გასვიანის, ვარო ჯაფარიძის, მარიამ ორახელაშვილის და სხვა იმ დროისთვის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ქალების სახელს უკავშირდება. დღეისთვის ორგანიზაციაში 3 000-ზე მეტი ქალბატონია გაერთიანებული.

„სხვადასხვა დროს ორგანიზაცია იბრძოდა ქალთა შრომის უფლებების დაცვის, ბავშვებისა და მოზარდების განათლების, სახელმწიფოს მმართველობაში ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, პატიმარი ქალების რესოციალიზაციასა თუ დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის.

საქართველოს ქალთა საბჭო 1995 წლიდან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი, სახალხო ორგანიზაციაა. 2014 წლიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ 10 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობები. საქმიანობა წარმოებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგიონალური ქალთა საბჭოების დახმარებით. საბჭო მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს 16 სხვადასხვა ეროვნების კომიტეტთან. ამ ხნის მანძილზე არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტით, საბჭო დღესაც აქტიურად ახორციელებს თავის საქმიანობას იძულებით გადაადგილებულ ოჯახების, ეროვნული უმცირესობების ქალბატონების, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქალბატონებისა და ბავშვებისათვის“ - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიციისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების ინიციატორები აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე და ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]