weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთები 30 ივნისიდან გაიყიდება

16:45 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის 17 სექტემბერს გასამართ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ორგანიზატორები ქართველ მსმენელს დამატებით ბილეთებით უზრუნველყოფენ.

Eastern Promotion-ის ინფორმაციით, კონცერტის ბილეთების გაყიდვა 30 ივნისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 1-ელ ივლისის დილის 09:00 საათიდან კი, ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

SOLO-ს თითოეულ მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება, ხოლო ის, ვინც არ არის SOLO-ს მომხმარებელი, ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაწილი 25 ივნისს, ონლაინ, დაახლოებით ერთ საათში გაიყიდა.

ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს (Wonderful Crazy Night Tour) ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა. გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი მუსიკოსი Black Sea Arena-ზე ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - “Wonderful Crazy Night”.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]