tkt.ge-ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 ლარიდან იწყება და 120 ლარამდეა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ბილეთი ითვალისწინებს ერთი თანმხლები პირის დასწრებას, რომელიც შშმ პირის მიმდებარედ განთავსებული ადგილით ისარგებლებს.
ქეთი მელუას კონცერტი Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. ამავე პროექტის ფარგლებში 21 აგვისტოს, Black Sea Arena-ზე, ნინო ქათამაძის სოლო კონცერტია დაგეგმილი, 16 სექტემბერს კი ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება.