weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში კორპუსის მშენებლობისას ჩამონგრეულ სინაგოგას აღადგენენ

16:18 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე მდებარე მე-19 საუკუნის სინაგოგას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, რეაბილიტაციას კერძო პირები ჩაუტარებენ. სინაგოგის ნაწილი ოთხი წლის წინ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ჩამოინგრა.

სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, სინაგოგის ჩამონგრევის შედეგად უნიკალური მემკვიდრეობა, მათ შორის კედლის მხატვრობა და საღვთისმსახურო ატრიბუტიკა ღია ცის ქვეშ დარჩა. მისივე თქმით, ძეგლის გადასარჩენად ბრძოლა 4 წელი მიმდინარეობდა.

„ადამიანთა მცირე ჯგუფი ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს კულტურული ძეგლი, ბევრი ვიხმაურეთ, ბევრიც ვიწვალეთ, მაგრამ მხოლოდ ყურადღების მიქცევა შევძელით... ამ წლების განმავლობაში არაერთ ჩინოვნიკს ვთხოვე დახმარება, თუმცა უშედეგოდ. ებრაული თემის ერთ ნაწილსაც ვესაუბრე და სრულიად იმედგაცრუებული დავბრუნდი“, – წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სინაგოგა ორგანიზაცია „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის, იციკ მოშეს თაოსნობით აღდგება როგორც ქართულ-ებრაული მეგობრობის და კულტურის მუზეუმი.

„სივრცე შეინარჩუნებს ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას; მოხდება სრული რეკონსტრუქცია, ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების და ამ ძეგლისთვის მებრძოლი ყველა აქტივისტის ჩართულობით“, - წერს ირაკლი კუპრაძე.

9 მარტის ქუჩაზე მდებარე სინაგოგა ნაწილობრივ მას შემდეგ დაინგრა, რაც 2015 წელს მის გვერდით საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. იმავე წელს, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სინაგოგას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]