weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართული ზღაპრების კრებული ფრანგულ ენაზე გამოვიდა

11:29 შაბათი, 16 თებერვალი 2019

ქართული ხალხურის ზღაპრების კრებული სათაურად „მომიყევი ზღაპარი და თან გავაფერადოთ“, ფრანგულ ენაზე გამოიცა. თარგმანი უკვე საფრანგეთშია და პარიზის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება.

ქართული ხალხური ზღაპრების ორი ტომი საბავშო გამომცემლობა „მედუზამ“ გამოსცა. წიგნები საქართველოში დაიბეჭდა და ოთხ ზღაპარს მოიცავს, რომლებიც მაია გიორხელიძემ თარგმნა, ილუსტრაციები კი მხატვარ ირაკლი კახაძეს ეკუთვნის.

პირველ წიგნში „ზარმაცი შვილი“ და „ხარბი ოქრომჭედელი“ შედის, ხოლო მეორეში – „ორი ძუნწი“ და „ეშმაკი მებაღე“. წიგნები 8 წლის ასაკის ბავშვებისთვისაა გათვლილი. 

აღსანიშნავია, რომ მარტში ფრანგულ ენაზე „რწყილი და ჭიანჭველაც“ გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]