weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ბრუნო განცი

15:27 შაბათი, 16 თებერვალი 2019

ცნობილი შვეიცარიელი მსახიობი, გერმანულენოვანი კინოსა და ტელევიზიის გამორჩეული ფიგურა ბრუნო განცი 77 წლის ასაკში, მშობლიურ ქალაქ ციურიხში გარდაიცვალა. მსახიობს გასულ წელს ზალცბურგის კლინიკაში სიმსივნე დაუდგინდა.

ბრუნო განცმა კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, პოპულარობა კი მოუტანა ფილმებმა: „ამერიკელი მეგობარი“ და „ცა ბერლინის თავზე“. მას შემდეგ მსახიობმა ითამაშა როგორც ევროპულ, ისე ჰოლივუდურ ფილმებში („ბაადერ-მაინჰოფის კომპლექსი“, „უცნობი“, „მკითხველი“).

მსახიობის ფილმოგრაფიაში გამორჩეულია ოსკარის ნომინანტი ბიოგრაფიული დრამა „ბუნკერი“, რომელშიც მან ადოლფ ჰიტლერი განასახიერა, უკანასკნელი როლი კი შეასრულა ლარს ფონ ტრიერის გახმაურებულ თრილერში სათაურად „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“.

კარიერის განმავლობაში ბრუნო განცი 80-ზე მეტ ფილმში გადაიღეს და 30-ზე მეტი კინოჯილდო ჰქონდა მიღებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]