weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ამილახვართა სასახლის კარის ეკლესიის ფრესკები საბჭოთა პერიოდში დააზიანეს – სააგენტო

15:17 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019
ფოტო: Nataly AndronIkashvili / Facebook ფოტო: Nataly AndronIkashvili / Facebook

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ამილახვართა სასახლის კარის ეკლესიის კედლის მხატვრობა საბჭოთა პერიოდში დააზიანეს. ამის შესახებ „რეგინფოს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუცხადეს. გუშინ ფეისბუქში გავრცელდა ფოტომასალა და ინფორმაცია, თითქოს ეკლესიაში ფრესკები ახალი დაზიანებული იყო.

ამილახვართა კარის ეკლესიაში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში ნატალი ანდროკინაშვილმა გამოაქვეყნა წარწერით: „მთელი კედლები დასერილია, (შესალესად გამზადებულია) ფრესკები მომსპარი, თუმცა მათი ნაწილის კონსერვაცია და შენარჩუნება შეიძლებოდა. კანკელს ბეტონისა და აზბესტის მილებისგან აკეთებს ვიღაც... ჰოდა მაინტერესებს, თუ იცის ამის შესახებ ძეგლთა დაცვამ, საპატრიარქომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ? და თუ არის ამ გადაკეთებაზე (ვანდალიზმზე) გაცემული ნებართვა და ვინ და რის საფუზველზე გასცა საბუთი“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ბექა ბარამიძის განმარტებით, ძეგლი რამდენიმე ათეული წლის წინ დააზიანეს.

„ფრესკებისაბჭოთა პერიოდში დააზიანეს იმისთვის, რომ მხატვრობის კვალი გაექროთ. იმ პერიოდის დროინდელია კანკელზე ჩაშენებული აზბესტის მილებიც. ნალესობა ისე არ გაკეთდება, თუ კედელი არ დაიჩიჩქნა, შესაბამისად, მხატვრობა ვანდალურად იქნა დაზიანებული. 1970-იანი წლებიდან, როდესაც ირაკლი ციციშვილის ხელმძღვანელობით ძეგლთა დაცვის განყოფილება ამოქმედდა, ეს ნალესობა მოიხსნა, დაზიანებები კი დარჩა. რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოებს, იქ მისულმა დამთვალიერებელმა არაინფორმირებულობის გამო, მიიჩნია, რომ ეს ახალი დაზიანებაა“, - განაცხადა ბექა ბარამიძემ.

ამილახვრთა სასახლის კარის ეკლესია ამილახვართა ციხე-დარბაზების კომპლექსში შედის. შემორჩენილი წარწერის მიხედვით, ის XVII საუკუნეშია აგებული. მოხატულობის ფრაგმენტებიც ამავე პერიოდისაა. ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]