weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქართველოს სურს, UNESCO-მ ქართული ტოლერანტობა კულტურულ მემკვიდრეობად აღიაროს

11:45 ოთხშაბათი, 20 თებერვალი 2019

საქართველოს სურს, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს. ამის შესახებ ცნობილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და იუნესკოს გენერალური მდივნის, ოდრი აზულის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართული იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება.

„სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არცერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ იუნესკომ შექმნას მეორე კატეგორიის ცენტრი, რომელიც რეგიონულ დონეზე დაფარავს ყველა იმ საკითხს, რომელსაც იუნესკო კურირებს.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხს, გოგონების და ქალების განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობას, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია რეგიონის, მხარისა თუ ქალაქის მოსახლეობისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]