weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

11:59 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ არბოში, პედაგოგის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია სახლ-მუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაცია და ეზოს მოწყობა. აღდგება მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პროექტირება უკვე დასრულებულია და ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ნიკო ლომოური 1852 წელს სოფელ არბოში დაიბადა. გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875-1879 წლებში, სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში. გარკვეულ პერიოდში მასწავლებლობდა გორის სამასწავლებლო სემინარიასა და თბილისის ქალთა პროგიმნაზიაში. ნიკო ლომოურის პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა „ალი“, რომელიც 1879 წელს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა. ნიკო ლომოურის მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართული სოფლის ყოფა. იგი მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ავტორია. ნიკო ლომოურის მოთხრობები შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]