weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთს ევროვიზიაზე ბილალ ჰასანი წარადგენს

10:38 შაბათი, 23 თებერვალი 2019

საერთაშორისო ჟიურისა და ფრანგი ტელემაყურებლის გადაწყვეტილებით, წლევანდელ ევროვიზიაზე საფრანგეთის სახელით მაროკოული ფესვების მქონე 19 წლის მომღერალი, YouTube-ერი და ქვიარ აქტივისტი ბილალ ჰასანი გამოვა.

“Roi” – ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც თინეიჯერი მომღერალი თელ ავივის სცენიდან ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება. მისი სიმღერის შთაგონების წყარო წინა წლის ევროვიზიის გამარჯვებული, ებრაელი შემსრულებელი ნეტა ბარზილაი და მისი სიმღერა “Toy” გახდა.

ბილალ ჰასანი პარიზში, წარმოშობით კასაბლანკელი მუსლიმების ოჯახში დაიბადა. ფრანგმა მაყურებელმა იგი YouTube-ით გაიცნო. 2017 წელს მან პარიზის პრაიდის დროს განაცხადა, რომ გეია, მიმდინარე წლის დასაწყისში კი მის წინააღმდეგ კამპანია აგორდა, რისი მიზეზიც წინა წლებში მომღერლის მხრიდან ისრაელის მთავრობის კრიტიკა იყო, რითაც ბილალ ჰასანი პალესტინელებს უჭერდა მხარს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]