weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იერუსალიმთან საქართველოს ისტორიულ კვალს მეცნიერები შეისწავლიან

01:23 ორშაბათი, 25 თებერვალი 2019

ქალაქ იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბირ-ელ-ყუტის მონასტერში საქართველოს ისტორიულ კვალს ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფები შეისწავლიან.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელში არსებული ქართული საისტორიო კერების კვლევის შესაძლებლობებზე შეთანხმებას სააგენტოს დელეგაციამ ისრაელში ვიზიტისას მიაღწია. ფართომასშტაბიანი კვლევითი პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

მე-5 საუკუნის ქართული მონასტერი ბირ -ელ-ყუტი ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. პეტრე იბერის მიერ ის დაახლოებით 444 წელსაა აგებული. მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ.

ბირ-ელ-ყუტის მონასტერის პირველადი სამეცნიერო-არქეოლოგიური შესწავლა გასული საუკუნის 50-იან წლებში იტალიელი მეცნიერების მიერ განხორციელდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა მოზაიკით შესრულებული ქართული ასომთავრული უადრესი წარწერები (430 წ), რომლებიც ამჟამად ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]