weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანკისში გადაღებულმა ფილმმა საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა

17:21 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

რეჟისორ მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ ეგვიპტის ქალაქ ასუანში გამართული ქალთა საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ნამუშევარმა ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოიპოვა. ფილმი პანკისის ხეობაშია გადაღებული და ორი ქისტი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს.

დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირები – იიმან და ევა მეგობრები არიან და პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იიმანი 13 წლის არის, ევა – 12-ის. ქისტი გოგონების მამები ერთი წლის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ.

„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეთათვის კინოჩვენებებისა და დისკუსიების მოწყობას ითვალისწინებს. მარიამ გულბიანიც ერთ-ერთი კინომისიონერია, რომელიც პროექტში აქტიურად არის ჩართული და პანკისის ხეობაში ახალი თაობის კინოგანათლებაზე ზრუნავს.

„სკოლაში, სადაც კინოს გაკვეთილები უნდა ჩამეტარებინა, ვიპოვე ჩემი ფილმის პერსონაჟები - იიმანი და ევა, ქისტი გოგონები. აქედან დაიბადა იდეა და ფილმის სათაურიც, იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა მამაკაცმა ეს ხეობა დატოვა, სხვადასხვა მიზეზით დატოვა... ფილმში გოგონების მიერ გადაღებული პატარა ფილმებიც არის: მათი პერსპექტივიდან დანახული პანკისი. ასევე, არის მეორე ხაზი - მოხუცები, რომლებიც ძირითადად შეკრების ადგილებზე სხედან და ყვებიან ამბებს, თუ რა ხდება პანკისში ყოველდღიურად. ამ ამბებში არის ძალიან დიდი სევდა და ტკივილი. ფილმი უფრო მეტად მეგობრობასა და განშორებაზეა“, – ამბობს მარიამ გულბიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მსოფლიო პრემიერა დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე შედგა, მოგვიანებით კი ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს. კინოცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ფილმის ჩვენებები გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]