weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში ქაზიმ ქოიუნჯუს ძეგლის დადგმას ითხოვენ

11:15 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

ზუგდიდში ცნობილი ლაზი მომღერლის, ქაზიმ ქოიუნჯუს ძეგლის დადგმას ითხოვენ. ამ წინადადებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქე გივი ქარჩავამ მიმართა. საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ლაგვილავამ განუცხადა, რომ ძეგლის დადდგმის ინიციატივას მხარს უჭერს, რადგან ქაზიმ ქოიუნჯუ ლაზური კულტურის აღორძინების სიმბოლო იყო.

„აუცილებლად უნდა გავიდეს ეს საკითხი. მე პირადად ვემხრობი, რადგან ამ ადამიანმა უდიდესი შრომა გასწია ლაზების თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, რომ ლაზური ენა არ დაკარგულიყო და პროვიციაში, სადაც ის ცხოვრობდა, ამით ძალიან პოპულარული გახდა. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა, რათა თანამოძმეებს არ დაეკარგათ თვითმყოფადობა“, – ამბობს ლაგვილავა.

მისივე თქმით, მომღერლის ძეგლი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას უნდა დაიდგას.

ლაზი მომღერალი ქაზიმ ქოიუნჯუ თურქეთში, ხოფის ილჩეს ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. საკუთარ შემოქმედებაში ის მსმენელს როკისა და ლაზური სიმღერის სინთეზს სთავაზობდა. მომღერალი საქართველოში 2003 წელს იმყოფებოდა. ორი წლის შემდეგ, 33 წლის ასაკში ის ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]