weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბერლინში რიგით 67-ე კინოფესტივალი გაიხსნა

11:31 პარასკევი, 10 თებერვალი 2017

2017 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა, ბერლინის რიგით 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი რეჟისორ ეტიენ კომარის ბიოგრაფიული სურათის, გიტარისტ ჯანგო რაინჰარდტის ცხოვრებაზე დაფუძნებული „ჯანგოს“ ჩვენებით გაიხსნა, რომელიც ოფიციალურ პროგრამაშია ჩართული.

„ბერლინალეზე“ საპრიზო კონკურსში მთავარი ჯილდოს, „ოქროს დათვისა“ და სხვა კინოჯილდოების მოსაპოვებლად 18 ფილმი იბრძოლებს, რომლებიც შემოქმედებით ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებიდან აქვთ ჩატანილი.

წინასწარი პროგნოზებით ჯილდოების მოპოვების კარგი შანსები აკი კაურისმიაკის (The Other Side of Hope), სალი პოტერის (The Party), ფოლკერ შლონდორფის (Return to Montauk), აგნეშკა ჰოლანდისა (Spoor) და ორენ მუვერმანის (The Dinner) ნამუშევრებს აქვთ.

გამარჯვებულ კინოსურათსა და დაჯილდოვებულ ფილმებს 18 თებერვალს კინოფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი ცნობილი ჰოლანდიელი რეჟისორი პოლ ვერჰუვენია. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიან: ოლაფურ ელიასონი (დანიელ-ისლანდიელი რეჟისორი), დორა ბუშუშა ფურატი (ტუნისელი პროდიუსერი), მეგი ჯილენჰოლი (ამერიკელი მსახიობი), იულია იენჩი (გერმანელი მსახიობი), დიეგო ლუნა (მექსიკელი მსახიობი) და ციუან’ან ვანი (ჩინელი სცენარისტი და რეჟისორი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]