weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება

10:27 პარასკევი, 01 მარტი 2019

გუდამაყრში, სოფელ ჩოხში ცნობილი ქართველი მწერლის, პოეტის, სცენარისტისა და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელში სახლ-მუზეუმისთვის ორსართულიანი შენობა აშენდება, სადაც მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე განთავსდება, მუზეუმის ეზოში მწერლის სახელობის წყარო, ღია სცენა და სველი წერტილები მოეწყობა.

გოდერძი ჩოხელი სოფელ ჩოხში 1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, შემდეგ კი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“ და რომანები: „მგელი“, „მღდვლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“ და „სულეთის კიდობანი“. გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.

გოდერძი ჩოხელი 2007 წელს გარდაიცვალა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩოხში ოქტომბერში იმართება.

ამ თემაზე:

ლევან ბერძენიშვილი ► გოდერძი ჩოხელი | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]