weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სხვენში ნაპოვნი კარავაჯოს დაკარგული ტილო შესაძლოა $171 მილიონად გაიყიდოს

11:45 პარასკევი, 01 მარტი 2019

ბაროკოს პერიოდის იტალიელი ფერმწერის, კარავაჯოს ტილო „ივდითი და ჰოლოფერნე“, რომელიც 2014 წელს საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, სხვენში შემთხვევით აღმოაჩინეს, შესაძლოა, აუქციონზე $171 მილიონად გაიყიდოს, რადგან ლუვრმა 100 მილიონ ევროდ მის შეძენაზე უარი თქვა.

აღნიშნული ნახატი, რომელზეც ბიბლიური ივდითი ასურელ გენერალ ჰოლოფერნეს თავს ძილის დროს აჭრის, მეორე ვარიანტს წარმოადგენს, რომელიც მხატვარმა სავარაუდოდ 1600-1610 წლებიან მონაკვეთში შექმნა. პირველი ვარიანტი კი, სადაც იგივე ბიბლიური ეპიზოდია, კარავაჯომ 1599-1602 წლებში დახატა და იგი დღეს რომში ინახება.

ხსენებული ნახატი აუქციონერმა მარკ ლაბარბმა ტულუზაში მეგობრისგან აღმოაჩინა და უმალ არტ-კურატორ ერიკ ტურკინს დაეკონტაქტა, რომელმაც დაადასტურა, რომ ტილო კარავაჯოს დაკარგულ შედევრს წარმოადგენდა. ნახატის ისტორია 1619 წლის შემდეგ უცნობი იყო.

ბიბლიაში არსებული ივდითის წიგნის მიხედვით, ივდითი ასურელთა ალყაში მყოფ ქალაქ ბეთულიის მკვიდრი ახალგაზრდა ქვრივი ქალი იყო, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით, მოხიბლა ნაბუქოდონოსორის არმიის გენერალი ჰოლოფერნე და ძილში მას თავი ჩუმად მოკვეთა. აღნიშნული სცენა კარავაჯოს გარდა უამრავ მხატვარს, მათ შორის ბოტიჩელის, ჯორჯონეს, ლუკას კრანახს, ტიციანსა და გუსტავ კლიმტს აქვთ დახატული.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]