weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ჭერი ჩამოინგრა

13:51 პარასკევი, 01 მარტი 2019

ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მუზეუმის დირექტორის, ლილი ბერაიას ინფორმაციით, შემთხვევა დედოფლის (ეკატერინეს) სასახლის საგამოფენო დარბაზში, დღეს დილით მოხდა. ნგრევის შედეგად დადიანების ჭურჭლის ნაწილი დაზიანდა.

„სასახლე თითქმის სამ საუკუნეს ითვლის და ამორტიზირებულია. ამის გამო ჩამოინგრა ჭერიც. საბედნიეროდ, ეს მოხდა არა დარბაზის შუა ნაწილში, არამედ კუთხეში. დაზიანებულია ხუთი ექსპონატი, თუმცა ისინი რესტავრაციას ექვემდებარებიან. რესტავრატორები ეროვნული მუზეუმიდან მოდიან“, – უთხრა „რეგინფოს“ ლილი ბერაიამ.

მისივე ინფორმაციით, ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება, რის გამოც ის დამთვალიერებლებისთვის დახურული იქნება. გამოფენები ნიკო დადიანის სასახლეში გაიმართება.

დადიანების სამუზეუმო კომპლექსი სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისგან, კარის ეკლესიისა და ბოტანიკური ბაღისაგან შედგება. ეკატერინეს სასახლის მშენებლობა 1873 წელს დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]