პირველ კადრებში ჩანს უკრაინელი პოეტი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი – დრო, რომელიც მან სერგეი მერჟინსკისთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლოს გაატარა. სწორედ მაშინ დაწერა ლესია უკრაინკამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა „შეპყრობილი“
ტიზერში ლესია უკრაინკას როლი მსახიობმა დარია პოლუნინამ შეასრულა. გადაღებები კი კიევში მიმდინარეობდა.
„სინამდვილეში, მთელი გადამღები გუნდისათვის თიზერის გადაღება ერთგვარ გამოცდად იქცა: ჩვენ უნდა გაგვეგო, თუ რამდენად შეგვიძლია აღვადგინოთ იმ ლესიას სახე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ფილმის სცენარსა და იდეას, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობისას. ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა.“ - განაცხადა ნანა ჯანელიძემ.
ფილმის გადაღებები საქართველოსა და უკრაინაში ჩაივლის. ბიოგრაფიული სურათის წარმოებით კომპანიები - JS Films და FX FILM Georgia დაკავდებიან.
როგორც ფილმის პროდიუსერები, იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო ამბობენ, ყველანი სკოლის კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტსა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოყოლილ მშრალ ფაქტებს შევეჩვიეთ, მაგრამ მათ სურთ, აჩვენონ სრულიად განსხვავებული ლესია: ცოცხალი, თანამედროვე, ღრმად მგრძნობიარე ბუნებით.
ლესია უკრაინკა, იგივე ლარისა კოსაჩ-კვიტკა (1871-1913), რომელიც უკრაინულ ლიტერატურაში წამყვან მწერალი ქალად ითვლება, საქართველოს პირველად 1903 წელს, შემდგომ წლებში კი რამდენჯერმე ესტუმრა. 1908 წელი პოეტმა თელავში გაატარა, რის შემდეგაც ეგვიპტეში გადასხლდა, თუმცა კვლავ საქართველოში დაბრუნდა და თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები მეუღლესთან ერთად თელავში, ხონში, ქუთაისსა და სურამში გაატარა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში არსებული მძიმე სენის მიუხედავად, ლესია უკრაინკამ ნაწარმოებთა სამი კრებული გამოსცა გამოსცა წიგნებად. პოეტი 42 წლის ასაკში, სურამში გარდაიცვალა, ხოლო დაკრძალულია კიევში, ბაიკოვეს სასაფლაოზე სხვა ცნობილ უკრაინელ მოღვაწეთა შორის.