weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანიტა რაჭველიშვილი წლის საუკეთესო ქალ საოპერო მომღერლად დაასახელეს

14:23 შაბათი, 01 ივლისი 2017
ანიტა რაჭველიშვილი ანიტა რაჭველიშვილი

ქართველმა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში გაიმარჯვა. მან ეს ტიტული 2016 წლის ოქტომბერში, პრიზის ოპერაში, "სამსონი და დალილას" ოპერიდან დალილას პარტიის შესრულებისთვის მიიღო.  

"მას შეუძლია ითამაშოს ქალი, რომელიც არის მანიპულატორი, მოსიყვარულე და მიზანდასახული. მან წარმატებით გაართვა თავი სამ დიდებულ არიას და მისი დუეტი სამსონთან სრული მშვენიერებაა", - ასე შეაფასა Bachtrack Opera Awards-ის წარმომადგენელმა ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული როლი.

Bachtrack Opera Awards ოპერის სამყაროში ერთ-ერთი პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიაა.

33 წლის ქართველი მეცო-სოპრანო 2017 წელს პრესტიჟულ საერთაშორისო საოპერო პრემიაზე International Opera Awards 2017-ზეც წარადგინეს.

2009 წლის ანიტა რაჭველიშვილს დიდი წარმატება მოუტანა ლა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთვარმა როლმა ოპერა კარმენში. ამის შემდეგ მან კარმენის პარტია შეასრულა მსოფლიოს დიდ ოპერებში, როგორიცაა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის ოპერა, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის თეატრო ღეგიო, კანადის ოპერის თეატრი და სხვა.

ანიტას რაჭველიშვილს 2014 წლიდან ჰყავს ჯაზ-ბენდი, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს. ის აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]