weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტორონტოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე გიორგი თავართქილაძის „ცუდ ხალხს“ აჩვენებენ

14:09 პარასკევი, 08 მარტი 2019

კანადის ქალაქ ტორონტოში, რედლაინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი“ მოხვდა.

ქართული მხატვრული მოკლემეტრაჟიანი სურათი თებერვლის თვის ნომინანტებს შორის სამი ნომინაციით მოხვდა, ესენია: საუკეთესო მსახიობი – ვახტანგ ჩაჩანიძე; საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე; საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯანო იზორია.

„ცუდი ხალხი“ საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენებზეა და იმ პერიოდის რამდენიმე რეალურ ამბავს გვიყვება.

გიორგი თავართქილაძის ფილმი ლოს ანჯელესის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პრიზიორია და ჰონ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]