weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმ „შინდისის“ პირველი კადრები გაავრცელა

16:58 პარასკევი, 08 მარტი 2019

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა რეჟისორ დიტო ცინცაძის საომარი დრამა „შინდისის“ პირველი კადრები და კადრსმიღმა არსებული მასალის მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა. მხატვრული ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის რეალურ ისტორიაზეა.

„შინდისის“ შექმნის იდეა პროდიუსერ ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის, სცენარის ავტორი კი ირაკლი სოლომანაშვილი გახლავთ. ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ.

„შინდისის“ გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ქართული ფილმია. საბრძოლო სცენებისთვის ოცკაციანმა სამსახიობო გუნდმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ორკვირიანი მომზადება გაიარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]