რაიმონდს პაულსი ღირსების ორდენით საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების მხარდაჭერისათვის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.
ლატვიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, რაიმონდს პაულსმა გამოთქვა მზადყოფნა 12-17 სექტემბრის პერიოდში, ბიგ ბენდთან ერთად ეწვიოს საქართველოს, რა დროსაც თბილისში გაიმართება მისთვის საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენის გადაცემის ცერემონია. ამის შემდეგ რაიმონდს პაულსი ეწვევა ქალაქ ბათუმს, სადაც ბათუმის განახლებულ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.
80 წლის რაიომონდს პაულსი მრავალი საესტრადო სიმღერის, ჯაზური კომპოზიციისა და ფილმის მელოდიის ავტორია. მის სიმღერებს ასრულებენ ალა პუგაჩვა, ვალერი ლეონტიევი, ლაიმა ვაიკულე, ლარისა დოლინა და სხვები. რაიმონდს პაულსის ინიციატივით, 2002 წელს დაარსდა ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი "ახალი ტალღა" (იურმალა).