weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სალომე კალანდია და პიტერ ვებერი „ნეტფლიქსის“ სერიალზე იმუშავებენ

12:39 სამშაბათი, 12 მარტი 2019

ბრიტანელი კინორეჟისორი პიტერ ვებერი კომპანია „ნეტფლიქსის“ ისტორიული ჟანრის სერიალს გადაიღებს, მისი ასისტენტი კი სალომე კალანდია იქნება. ჟურნალ „თორმეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერიალი ქართველ ბიჭზეა, რომელსაც მოიტაცებენ და შემდეგ ეგვიპტეში მამლუქად აღზრდიან.

პიტერ ვებერის თქმით, ის სალომე კალანდიას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შეხვდა და მოგვიანებით იგი თავისთან სამუშაოდ მიიწვია.

„საქართველოში ჩამოსვლას და გადაღებას ვგეგმავ და იმედი მაქვს, სალომე ამ პროექტშიც ჩემი ასისტენტი იქნება“ – თქვა რეჟისორმა ტელეგადაცემაში „იმედის დილა“.

პიტერ ვებერმა კარიერა სატელევიზიო ფილმებით დაიწყო, მისი ყველაზე ცნობილი მხატვრული ფილმები კი ისტორიული დრამა „გოგონა მარგალიტის საყურით“ და თომას ჰარისის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჰანიბალის აღზევება“ გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]