ამერიკულ მიუზიკლს წლევანდელ BAFTA-ზე ყველაზე მეტი, 11 ნომინაცია ჰქონდა, ამ მხრივ კი მეორე ადგილს 9-9 ნომინაციით სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი „ჩამოსვლა“ (Arrival) და დრამა „ღამის ცხოველები“ (Nocturnal Animals) იკავებდნენ.
„ბრიტანულ ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე, „ლა ლა ლენდის“ შემდეგ ორ-ორი ჯილდოს მოპოვება შეძლეს ფილმებმა - Lion და Manchester by the Sea.
გამარჯვებულ სრულმეტრაჟიან ფილმთა სია ასე გამოიყურება:
საუკეთესო ფილმი - La La Land
საუკეთესო რეჟისორი - დამიენ შაზელი (La La Land)
მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი - კეისი აფლექი (Manchester by the Sea)
ქალის საუკეთესო მთავარი როლი - ემა სტოუნი (La La Land)
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი - დევ პატელი (Lion)
ქალის მეორეხარისხოვანი როლი - ვაიოლა დევისი (Fences)
საუკეთესო ორიგინალი სცენარი - კენეტ ლონერგანი (Manchester by the Sea)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ლიუკ დევისი (Lion)
საუკეთესო მუსიკა - ჯასტინ ჰურვიცი (La La Land)
საოპერატორო ნამუშევარი - ლაინუს სანდგრენი (La La Land)
კოსტიუმების დიზაინი - მადელინ ფონტენი (Jackie)
მხატვრული გაფორმება - Fantastic Beasts and Where to Find Them
გრიმი და ვარცხნილობა - Florence Foster Jenkins
ვიზუალური სპეცეფექტები - The Jungle Book
ხმის ეფექტები - Arrival
მონტაჟი - Hacksaw Ridge
საუკეთესო ანიმაცია - Kubo and the Two Strings (ტრევის ნაიტი)
საუკეთესო ბრიტანული ფილმი - I, Daniel Blake (კენ ლოუჩი)
საუკეთესო უცხოური ფილმი - Saul fia (ლასლო ნემეში, უნგრეთი)
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - 13th (ავა დუვერნე)
ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო - ტომ ჰოლანდი