weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ცნობილია „ბრიტანული ოსკარის“ გამარჯვებულთა ვინაობა

11:38 ორშაბათი, 13 თებერვალი 2017

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (BAFTA) რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ლონდონში, როალ ალბერტ ჰოლში გაიმართა და 2016 წლის გახმაურებული მიუზიკლის „ლა ლა ლენდის“ ტრიუმფით დასრულდა - დამიენ შაზელის ფილმმა ყველაზე მეტი, 5 ჯილდოს, მათ შორის საუკეთესო ფილმის წოდების მოპოვება შეძლო.

ამერიკულ მიუზიკლს წლევანდელ BAFTA-ზე ყველაზე მეტი, 11 ნომინაცია ჰქონდა, ამ მხრივ კი მეორე ადგილს 9-9 ნომინაციით სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი „ჩამოსვლა“ (Arrival) და დრამა „ღამის ცხოველები“ (Nocturnal Animals) იკავებდნენ.

„ბრიტანულ ოსკარად“ წოდებულ დაჯილდოებაზე, „ლა ლა ლენდის“ შემდეგ ორ-ორი ჯილდოს მოპოვება შეძლეს ფილმებმა - Lion და Manchester by the Sea.

გამარჯვებულ სრულმეტრაჟიან ფილმთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი - La La Land

საუკეთესო რეჟისორი - დამიენ შაზელი (La La Land)

მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლი - კეისი აფლექი (Manchester by the Sea)

ქალის საუკეთესო მთავარი როლი - ემა სტოუნი (La La Land)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი - დევ პატელი (Lion)

ქალის მეორეხარისხოვანი როლი - ვაიოლა დევისი (Fences)

საუკეთესო ორიგინალი სცენარი - კენეტ ლონერგანი (Manchester by the Sea)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ლიუკ დევისი (Lion)

საუკეთესო მუსიკა - ჯასტინ ჰურვიცი (La La Land)

საოპერატორო ნამუშევარი - ლაინუს სანდგრენი (La La Land)

კოსტიუმების დიზაინი - მადელინ ფონტენი (Jackie)

მხატვრული გაფორმება - Fantastic Beasts and Where to Find Them

გრიმი და ვარცხნილობა - Florence Foster Jenkins

ვიზუალური სპეცეფექტები - The Jungle Book

ხმის ეფექტები - Arrival

მონტაჟი - Hacksaw Ridge

საუკეთესო ანიმაცია - Kubo and the Two Strings (ტრევის ნაიტი)

საუკეთესო ბრიტანული ფილმი - I, Daniel Blake (კენ ლოუჩი)

საუკეთესო უცხოური ფილმი - Saul fia (ლასლო ნემეში, უნგრეთი)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - 13th (ავა დუვერნე)

ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო - ტომ ჰოლანდი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]