weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„სუხიშვილები“ კონცერტს კვლავ ნიუ იორკის „ლინკოლნ ცენტრში“ გამართავენ

16:53 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

ნიუ იორკში მდებარე საშემსრულებლო კომპლექს „ლინკოლნ ცენტრში“ ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი მეორედ გაიმართება. ოფიციალური ინფორმაციით, ქართული ნაციონალური ბალეტი მაყურებლის მოთხოვნით 2017 წლის ოქტომბერში იმ სცენაზე ბრუნდება, სადაც ანსამბლმა კონცერტი 2015 წელს გამართა.

ქართული ნაციონალური ბალეტი ორმოქმედებიან კონცერტს გამართავს და 20-ზე მეტ ცეკვას ცოცხალი მუსიკალური ტრადიციული  ინსტრუმენტების ფონზე წარმოადგენს.

„ლინკოლნ ცენტრის“ ოფიციალურ ვებგვერდზე კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. მათი ფასი 45 დოლარიდან იწყება.

ანსამბლი „სუხიშვილები“ ნიუ იორკში კონცერტს 22 ოქტომბერს გამართავს. ნიუ იორკის გარდა, ამავე ტურის ფარგლებში, „სუხიშვილებს“ კონცერტები ფილადელფიასა და ვაშინგტონშიც ექნებათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]