ქართული ნაციონალური ბალეტი ორმოქმედებიან კონცერტს გამართავს და 20-ზე მეტ ცეკვას ცოცხალი მუსიკალური ტრადიციული ინსტრუმენტების ფონზე წარმოადგენს.
„ლინკოლნ ცენტრის“ ოფიციალურ ვებგვერდზე კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. მათი ფასი 45 დოლარიდან იწყება.
ანსამბლი „სუხიშვილები“ ნიუ იორკში კონცერტს 22 ოქტომბერს გამართავს. ნიუ იორკის გარდა, ამავე ტურის ფარგლებში, „სუხიშვილებს“ კონცერტები ფილადელფიასა და ვაშინგტონშიც ექნებათ.