weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბეშუმში წელს არქეოლოგიური გათხრები დაიწყება

14:17 შაბათი, 23 მარტი 2019

2019 წელს მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმში არქეოლოგიური გათხრები დაიწყება. ამის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა.

„ბეშუმთან ახლოს არქეოლოგიური ექსპონატებია. აუცილებლად ჩატარედება არქეოლოგიური გათხრები. არის რამდენიმე კერა და ვფიქრობთ, რომ ტურისტული თვალსაზრისით ესეც საინტერესო იქნება“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბეშუმის განაშენიანების გეგმაზე.

მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარეობს. კურორტი მდიდარია წიწვიანი ტყეებით და სასარგებლოა სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ. ბეშუმში საკურორტო სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]