weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიგა აგლაძის ფილმის პროდიუსერი დევიდ ლინჩი იქნება

15:16 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

აღიარებული ამერიკელი კინორეჟისორის, დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში ქართულ-ამერიკულ ფილმს გადაიღებს, რომლის პროდიუსერიც თავად დევიდ ლინჩი იქნება, რეჟისორი კი - გიგა აგლაძე.

ფილმში სათაურით „სხვა მე“ (The Other Me) ითამაშებენ ცნობილი მსახიობები: ახალგაზრდა ბრიტანელი ვარსკვლავი ჯიმ სტარჯესი (Across the Universe, The Way Back, Cloud Atlas, Stonehearst Asylum), ოსკარის ნომინანტი ჯანეტ მაკტირი (Wuthering Heights, Tumbleweeds, Albert Nobbs, Me Before You), ესპანელი ვარსკვლავი ჟორდი მოლა (Jamón Jamón, Bad Boys II, The Alamo, Colombiana, Riddick) და ავსტრალიელი ტრანსგენდერი მოდელი ანდრეია პეიჩი.

ინფორმაცია გამოცემა „ნეტგაზეთს“ თავად გიგა აგლაძემ დაუდასტურა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორია.

ფილმის გადაღებები მაისში დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]