weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარდაიცვალა კინორეჟისორი ანიეს ვარდა

17:36 პარასკევი, 29 მარტი 2019

აღიარებული ფრანკო-ბელგიელი ქალი რეჟისორი, სცენარისტი, დოკუმენტალისტი და ფოტოგრაფი, „ფრანგული ახალი ტალღის“ წევრი ანიეს ვარდა 90 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა.

კინოხელოვანი ბოლო პერიოდში მკერდის სიმსივნეს ებრძოდა. ოჯახის წევრების თქმით, ანიეს ვარდა მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ანიეს იგივე არიეტ ვარდამ კარიერა ფოტოგრაფიით დაიწყო, 1954 წელს კი გამოვიდა მისი სადებიუტო ფილმი „პუანტ-კურტი“. შემდგომში პოპულარობა და აღიარება მოუტანა ფილმებმა „კლეო 5-დან 7-მდე“ (1962), „ვაგაბონდი / სახურავისა და კანონის გარეშე“ (1985), „ნანტელი ჟაკო“ (1991), „სახეები, სოფლები“ (2017).

ანიეს ვარდას მიღებული აქვს ვენეციის კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო „ოქროს ლომი“, კანის კინოფესტივალის პრიზი, სეზარის ჯილდო, ოსკარის ნომინაცია და რამდენიმე საპატიო კინოჯილდო კინოხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის.

1962-1990 წლებში ანიეს ვარდა დაქორწინებული იყო ასევე „ფრანგული ტალღის“ წარმომადგენელ სცენარისტ-რეჟისორზე, ჟაკ დემიზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]