გამოფენა წარმოდგენილია ბისერებითა და პატიოსანი თვლებით შემკული ხატები, რომელთა ნახვასა და შეძენას დამთვალიერებლები 14 აპრილამდე შეძლებენ.
ღონისძიებას თელავის მუნიცპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი დაესწრო. ხელოვანს მან პერსონალური გამოფენის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და დაინტერესებული მოქალაქეები.