weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

14 აპრილს ფილარმონიასთან ეთერ და ლელა თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნება

00:49 შაბათი, 13 აპრილი 2019

თბილისის საკონცერტო დარბაზში, 14 აპრილს, ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

„განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე. ლელა თათარაიძემ - მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა - შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო, ხოლო ეთერ თათარაიძემ, ეთერომ - ერი მხოლოდ სახელით რომ მოიხსენიებს, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა. უარი თქვა პოეზიაში კლიშედ მიღებულ კოინეზე და „თათარაიძის პატარა ქალმა“ გადაარჩინა უძველესი და უმდიდრესი კილო ქართული ენისა“, – აცხადებენ ფოლკლორის სახელმწფო ცენტრში.

ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეთა შორის არიან მეუფე ზენონი, ასევე ხალხული მელექსეები და ანსამბლები - „ბასიანი“, „კესანე“, „კელაპტარი“, „ურმული“, „ლომისი“, „თაობა“.

ღონისძიება 19:30 საათზე დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]