თამაშში, რომელსაც საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე გაუძღვა, 36 შეკითხვა დაისვა, ქულათა მაქსიმუმი (27-27) დედოფლისწყაროსა და გურჯაანის გუნდებმა დააგროვეს, რომელთა შორისაც სუპერფინალი შედგა და გამარჯვებული დამატებითი შეკითხვებით გამოვლინდა.
გამარჯვებული გუნდს სიმბოლური პრიზი - ბროლის ბუ გადაეცა. თამაშში მე-3 საპატიო ადგილი ასევე გურჯაანის გუნდმა („ბუძგი“) დაიკავა.
კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი, რომელიც ამიერიდან რეგულარულად ჩატარდება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.