აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ნახატი ზეთშია შესრულებული. ასევე მითითებულია, რომ ნახატს დაზიანებები არ აღენიშნება და მხატვარი ნამუშევარს 1900-1949 წლებში ქმნიდა. განცხადებას ასევე ახლავს ნახატის სერტიფიკატის ფოტოები.
გამყიდველს, რომელიც დარეგისტრირებულია სახელით nexusparts, კიდევ რამდენიმე ნივთი აქვს გასაყიდად განთავსებული, თუმცა სხვა გასაყიდი ნივთები ძირითადად ელექტროტექნიკა და აქსესუარებია.