weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზურაბიშვილი ტელეარხ CBS-ს სერიალის ეპიზოდში დაშვებული შეცდომის შეცვლას სთხოვს

15:59 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოპულარულ კრიმინალურ სერიალში NCIS: New Orleans, სამხრეთ ოსეთის რუსეთის პროვინციად მოხსენიების გამო ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ს მიმართავს.

ზურაბიშვილი სერიალის ახალ ეპიზოდში ცხინვალის რეგიონის რუსეთის პროვინციად ხსენების ჩასწორებას ითხოვს.

„საზღვაო პოლიცია: ნიუ ორლეანის“ ახალ ეპიზოდში „სამხრეთ ოსეთი“ მოხსენიებული იქნება როგორც „რუსეთის პროვინცია“, რაც პრობლემატურია. სცენარში ეს შეცდომა უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ CBS-სა და შოუს სცენარისტებს, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო კორექტივები შეიტანონ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ხსენებული სერიალი 2014 წლიდან გადის CBS-ის ეთერში, მიმდინარე მეხუთე სეზონი კი 14 მაისს დასრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]