weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინამ საფრანგეთს პოლ სინიაკის მოპარული ნახატი დაუბრუნა

16:59 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთს ნეო-იმპრესიონისტი მხატვრის, პაუნტილიზმის ფუძემდებელ პოლ სინიაკის (1863-1935) მოპარული ტილო „ლა-როშელის პორტი“ დაუბრუნა.

ხელოვნების ნიმუშის გადაცემის ცერემონიას უკრაინაში საფრანგეთის ელჩი დაესწრო. იზაბელ დიუმონმა უკრაინელ სამართალდამცველ ორგანოებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარიზის ნოტრ-დამის ხანძრის შემდეგ საფრანგეთისთვის ეს დიდი შვებაა.

დაკარგული ნახატის კვალს უკრაინელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ მიაგნეს, როდესაც ქურდები მის შავ ბაზარზე გაყიდვას ცდილობდნენ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ნახატის მოპარვასთან ერთად ცნობილი უკრაინელი იუველირის მკვლელობასთანაცაა დაკავშირებული. მისი სახლის ჩხრეკის დროს პოლიციამ ნახატთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღო.

პოლ სინიაკის 1915 წელს დახატული ტილო 1.7 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. იგი საფრანგეთის ქალაქ ნანსიში მდებარე ხელოვნების მუზეუმიდან მოიპარეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]