„მექანიკური მდგომარეობა“ (A Clockwork Condition) - ასეთი სათაური აქვს თითქმის ორასგვერდიან მასალას, რომელიც ფასდება, როგორც - ნაწილობრივ ფილოსოფიური და ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ნაწარმოები. გამოუქვეყნებელ სიკველში მთავარი გმირი და თემები იგივეა - სოციოპათი ალექსი და მისი ცხოვრება.
ენტონი ბერჯესის ფონდის დირექტორმა, პროფესორმა ენდრიუ ბისუელმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ აღმოჩენა მწერლის რომანსა და მის ირგვლივ არსებულ საკამათო და სადაო საკითხებს ახალ სახეს მისცემს, ასევე ახლიდან გასაანალიზებელს გახდის ავტორის შეხედულებებს დანაშაულზე, სასჯელზე, ულტრა-ძალადობაზე, შესაძლო კორუფციულ ეფექტებსა და ვიზუალურ კულტურაზე.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული დისტოპიური რომანის მიხედვით არსებობს ლეგენდარული რეჟისორის, სტენლი კუბრიკის 1975 წელს გადაღებული იგივე სახელწოდების მქონე აღიარებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს მალკოლმ მაკდაუელი ასრულებს.