weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აღმოჩენილია „მექანიკური ფორთოხალის“ გაგრძელების გამოუქვეყნებელი მასალა

11:27 შაბათი, 27 აპრილი 2019

იტალიის ქალაქ ბრაჩიანოში, მწერალ ენტონი ბერჯესის კუთვნილ სახლში გამოუქვეყნებელ ხელნაწერებს მიაგნეს, რომელიც 1962 წლის ცნობილი რომანის, „მექანიკური ფორთოხალის“ გაგრძელება ისტორია უნდა ყოფილიყო.

„მექანიკური მდგომარეობა“ (A Clockwork Condition) - ასეთი სათაური აქვს თითქმის ორასგვერდიან მასალას, რომელიც ფასდება, როგორც - ნაწილობრივ ფილოსოფიური და ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული ნაწარმოები. გამოუქვეყნებელ სიკველში მთავარი გმირი და თემები იგივეა - სოციოპათი ალექსი და მისი ცხოვრება.

ენტონი ბერჯესის ფონდის დირექტორმა, პროფესორმა ენდრიუ ბისუელმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ აღმოჩენა მწერლის რომანსა და მის ირგვლივ არსებულ საკამათო და სადაო საკითხებს ახალ სახეს მისცემს, ასევე ახლიდან გასაანალიზებელს გახდის ავტორის შეხედულებებს დანაშაულზე, სასჯელზე, ულტრა-ძალადობაზე, შესაძლო კორუფციულ ეფექტებსა და ვიზუალურ კულტურაზე.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული დისტოპიური რომანის მიხედვით არსებობს ლეგენდარული რეჟისორის, სტენლი კუბრიკის 1975 წელს გადაღებული იგივე სახელწოდების მქონე აღიარებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს მალკოლმ მაკდაუელი ასრულებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]