ჯონ სინგლტონი ოსკარების ისტორიაში ორი მიღწევის ავტორი იყო - იგი პირველი შავკანიანია, რომელიც რეჟისურაზე წარადგინეს და იმავდროულად ყველაზე ახალგაზრდა ოსკარის ნომინანტი რეჟისორი გახდა 24 წლის ასაკში. აღნიშნული რეკორდები და ორი საოსკარე ნომინაცია (ორიგინალი სცენარი და რეჟისურა) სინგლტონს ერგო 1991 წელს გამოსული საკულტო სოციალურ-კრიმინალური დრამისთვის - Boyz N the Hood.
ჯონ სინგლტონი აღნიშნული ფილმით მრავალი შავკანიანი რეჟისორის, მსახიობის, კინოხელოვანისა და მუსიკოსის შთაგონების წყარო გახდა.
რეჟისორმა მას შემდეგ ძირითადად კრიმინალური და მძაფრსიუჟეტიანი სურათები გადაიღო - Rosewood, Shaft, 2 Fast 2 Furious, Four Brothers, Abduction, ასევე იმუშავა სერიალებზე - Empire, Billions, Snowfall.