weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეროვნული კინოცენტრის დირექტორად გაგა ჩხეიძე დაინიშნა

11:26 კვირა, 05 მაისი 2019

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე დაინიშნა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავად ჩხეიძემ დაწერა.

„წუხელ ოფიციალურად გადმომცეს ქართული კინოს მართვის სადავეები, სხვა სიტყვებით კი - დამნიშნეს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად. ჩემი მხრიდან გპირდებით ქართული კინოს წინსვლას და აღმავლობას, ახალი შემოქმედებითი და კომერციული სიმაღლეების დაპყრობას, მუდმივ ინტენსიურ ურთიერთობას კინემატოგრაფისტებთან, ძველის დაფასებას და ახლის აღმოჩენას. ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო სამი წელი გველის“, – წერს გაგა ჩხეიძე.

ეროვნულ კინოცენტრს ზურაბ მაღალაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებოდა იანვარში საკუთარი სურვილით დატოვა.

გაგა ჩხეიძე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი 2005 – 2008 წლებშიც იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]