weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Jessie J-ის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 6 აგვისტოს გაიმართება

13:21 სამშაბათი, 07 მაისი 2019

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით სამი მილიონი ალბომი და ოცი მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა „Price Tag“, „Domino“ და „Laserlight“. ამის შემდეგ Jessie J-მ ზედიზედ ორი ალბომი გამოსცა, რომლებმაც არტისტის გავლენა და ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა. 2014 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი „Bang Bang“, არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად. ტრიოს ახალმა მუსიკალურმა ნამუშევარმა არაერთი ქვეყნის ათეულში წამყვანი პოზიციები დაიკავა და ექვსგზის პლატინის სტატუსიც მოიპოვა. ამავე წელს გამოცემული ალბომის - Sweet Talker შემდეგ, არტისტმა რამდენიმეწლიანი პაუზა აიღო, შემდეგ კი რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი R.O.S.E ჩაწერა. ალბომისთვის მიძღვნილი ტურნეს პერიოდში ჩაიწერა მორიგი კრებული This Christmas Day.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ისე უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება ის „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

Jessie J-ის კონცერტზე დასასწრებად ბილეთები 8 მაისიდან, საღამოს რვა საათიდან საიტებზე www.tkt.ge და www.eventer.ge გაიყიდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]