ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე პავლე დემურიშვილმა, ქალთა კაპელა „კახეთის ჰანგების“ თანხლებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე კონცერტი გამართა. შესრულდა როგორც კარგად ნაცნობი, ასევე სრულიად ახალი კომპოზიციები. ღონისძიებაზე პავლე დემურიშვილის ბიოგრაფიის, მიღწევებისა და დამსახურებების შესახებ ისაუბრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.
ხელოვანს ვარსკვლავის გახსნა მიულოცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ, კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა, კონსერვატორიის პროფესორმა, გივი მუნჯიშვილმა, კომპოზიტორმა, რუსუდან ხორავამ და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გერმანიის ქალაქ ბიბერახის საკრებულოს წევრი რაინერ ეტცინგერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრომაცია