weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

30 Seconds to Mars საქართველოში კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს

13:59 სამშაბათი, 14 მაისი 2019

ოსკაროსანი მსახიობი და მომღერალი ჯარედ ლეტო, ჯგუფ Thirty Seconds to Mars-თან ერთად საქართველოში, შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე, 13 აგვისტოს კონცერტს გამართავს. არსებული ინფორმაციით, 20 მაისს დაიწყება ბილეთების გაყიდვა და მათი ფასი 50-დან 200 ლარამდე იქნება.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, ჯარედ და შენონ ლეტოებმა შექმნეს. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა Attack,The Kill, From Yesterday და A Beautiful Lie. კრიტიკოსებისა და მსმენელის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგ ამერიკულმა ჯგუფმა კიდევ სამი წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars-მა მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალებსა და საკონცერტო სივრცეებში დაკვრას განაგრძობდა.

2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა ხუთწლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტპოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერს მოჰყვა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომელის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]