weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია მართებული არ არის – ჭოხონელიძე

00:29 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აცხადებს, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია მართებული არ არის. როგორც მან ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „რეაქცია“ აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ 17 მაისი საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

„17 მაისი უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ეს დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა. მე ვთვლი, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და ლამაზი.

არც უფალს უთქვამს, რომელმაც სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა, შენ ვინც არ მოგწონს, ჩაქოლეო. დისკრიმინაციაა როდესაც ცემენ, სამსახურიდან აგდებენ, მაღაზიაში არ ემსახურებიან ასეთ ადამიანებს.

გამოცხადდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ... ის რომ საპატრიარქომ ამ დღეს, 17 მაისს დაამთხვია ოჯახის სიწმინდის დღე, აქ უნდა მოვიტყუოთ თავი და ძალიან გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ, რომ ვთქვათ, რომ ეს ასე არ არის. ეს ტყუილია. ერთია, რომ დამთხვევაა თითქოს, მაგრამ შინაარსობრივ მხარესაც ხომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა - ის, რომ ჰომოსექსუალები მომრავლდებიან, გარყვნიან, ამას იზამენ, იმას იზამენ, ფაქტია, რომ მან შეუქმნა ძალიან დიდი საფრთხე ოჯახს, ეს ხშირად ისმოდა ვერავინ ჩემს ოჯახს საფრთხეს ვერ შეუქმნის) და ამიტომაც დაინიშნა ეს დღე“, – განაცხადა ჭოხონელიძემ.

მისივე თქმით, ოჯახის ინსტიტუტს საქართველოში საფრთხე არ ემუქრება და თუ ეს საფრთხე დადგება, ის თავს შეაკლავს კიდეც.

თამრიკო ჭოხონელიძე 17 მაისს, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობა არ სურს, რადგან ეკლესიის პოლიტიკას არ ეთანხმება. 

„მე მაინტერესებს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად. მე პოლიტიკას ვერ ვეთანხმები.

მე პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს და ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ვინც ჩვენ ტალახი გვესროლა, თავის დროზე პატრიარქიც არ დაინდო. მე ყოველთვის მის გვერდში ვიყავი და ვიდგები ყოველთვის, მაგრამ თავად პატრიარქს არ უყვარს ბრმად გამყოლი ხალხი“, – ამბობს ჭოხონელიძე. 

მისივე თქმით, ნებისმიერ დღეს საპატრიარქოს გვერდით იქნება, გარდა 17 მაისისა.

„ნებისმიერ დღეს საპატრიარქოსთან ვარ, ოღონდ ეს არ იყოს მიზანმიმართულად 17 მაისი, რაც გამოიწვევს და იწვევს კიდევაც დაპირისპირებას“, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]