weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოთო ნემსაძე ევროვიზიის ფინალში ვერ მოხვდა

02:15 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

ისრაელში, თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. საქართველოს წარმომადგენელმა ოთო ნემსაძემ სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა, თუმცა ათ ფინალისტს შორის ვერ მოხვდა.

„სამწუხაროდ, ევროპამ სათანადოდ ვერ მიიტანა ჩვენი ტკივილი გულთან ახლოს. იმედია, მოგეწონათ შესრულება ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. უდიდესი მადლობა თითოეული ზარისა თუ მესიჯისთვის“, - წერს ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში.

ფინალში გადავიდა კიდევ ერთი ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც კონკურსში კვიპროსის სახელით მონაწილეობს.

კონკურსის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადასული დანარჩენი ცხრა ქვეყანაა: საბერძნეთი, ბელარუსი, სერბეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან-მარინო და სლოვენია. ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალური ეტაპის გარეშე გადავიდა ასევე კონკურსის მასპინძელი ქვეყანა – ისრაელი.

ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი, სადაც დანარჩენი ფინალისტების ვინაობა გახდება ცნობილი, 16 მაისს გაიმართება. 18 მაისს, კონკურსის ფინალზე, ოცი ფინალისტთან ერთად გამარჯვებისთვის „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი იბრძოლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]