weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისის 10 ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელებს დაარქმევენ

10:01 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

დედაქალაქის ათ ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა. ამის შესახებ ცნობილი გახდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ღონისძიებაზე, რომელიც ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ის ქუჩები დასახელდა, რომლებსაც ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები მიენიჭათ.

„თქვენ წლების განმავლობაში იღვწოდით ქართული კინოსა და კულტურის განვითარებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ აქ არიან ადამიანები, რომელთა ფილმებზეც ჩემი თაობა გაიზარდა. თქვენი ღვაწლი და შრომა შეუფასებელია“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

თბილისის ქუჩებს მიენიჭა მსახიობების: ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის და იაკობ ტრიპოლსკის სახელები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]