weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს საგარეჯოელი გიორგი როსტიაშვილი წარადგენს

17:27 ორშაბათი, 27 მაისი 2019

საბავშვო მუსიკალური კონკურსის – „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში მცხოვრები 12 წლის გიორგი როსტიაშვილი გახდა. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე.

პირველი არხის მუსიკალური შოუს გამარჯვებული 26 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ გრანდიოზულ ფინალში გამოვლინდა. გიორგი როსტიაშვილმა სიმღერა „ჩარი რამა“ შეასრულა.

„ევროვიზიაზეც მაქსიმუმს გავაკეთებ“, – თქვა მომღერალმა ფინალში გამარჯვების შემდეგ.

2019 წელს საბავშვო ევროვიზია პოლონეთში, ნოემბრის ბოლოს გაიმართება. გიორგი როსტიაშვილს კონკურსზე საგულშემატკივროდ „რანინას“ ფინალისტები ანასტასია გარსევანიშვილი და ანა ბერიშვილი გაჰყვებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]