weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყოფილი დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის „არგოს“ რიონში გაუშვებენ

13:31 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019
ფოტო  © Omar Nishnianidze / Facebook ფოტო © Omar Nishnianidze / Facebook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ გემის მშნებლობა თითქმის დაასრულა. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, „არგოს“ მდინარე რიონში 2 ივნისს გაუშვებენ.

გემს, რომელიც ფოთიდან გამოვა, თან გამოყვება იასონის გაცოცხლებული პერსონაჟი, ვანში კი „არგოს“ კოლხეთის მეფე, აიეტი და მედეა დახვდებიან. თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ქუთაისში, ომარ ნიშნიანიძის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში გაჩერდება.

პროფესორი ამბობს, რომ მისი მიზანი კოლხეთის ისტორიის გაცოცხლებაა.

ომარ ნიშნიანიძემ 2013 წელს, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]