weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რაჭაში სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა

13:52 კვირა, 02 ივნისი 2019

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ადგილობრივებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აცნობა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება ისე, რომ სოფელი პირვანდელ იერსახეს შეინარჩუნებს.

„ჩვენი ვალდებულებაა, ეს უნიკალური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა შევუნახოთ არა მხოლოდ მომავალ თაობებს, არამედ შევინახოთ მომდევნო საუკუნეების განმავლობაში. ამ სილამაზეს რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს.

დარწმუნებული ვარ, სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება არა მხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში.

ამ სოფელში არის რამდენიმე ათეული სახლი, სადაც შენარჩუნებულია უნიკალური ქართული არქიტექტურა და ორნამენტები. აქ რომ ჩამოხვალ, შეუძლებელია ამ ყველაფერს ემოციის გარეშე შეხედო. ეს არის უდიდესი კულტურის და გამოცდილების მაჩვენებელი, რადგან შეუძლებელია, ერმა შექმნას მსგავსი სილამაზე, რაც ამ სოფელში და კუთხეშია, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გარეშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ გოგოლათის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ რაჭაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობას მშობლიურ კუთხეში დაბრუნების მოტივაციას გაუჩენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]